კონტენტ კრეატორი- ბაკურიანი — BBC ჰოლდინგი

BBC ჰოლდინგი — ლოგო
BBC ჰოლდინგი

კონტენტ კრეატორი- ბაკურიანი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასწავლო-შემეცნებითი ინგლისურენოვანი ბანაკი აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე, ბაკურიანის მოზარდთა ბანაკში მონაწილეობის მისაღებად. შერჩეული კანდიდატი უზრუნველყოფს ბანაკის მიმდინარეობისას მაღალხარისხიანი მულტიმედია (ფოტო-ვიდეო) მასალის შექმნას და სოციალური მედიის არხების ოპერატიულ მართვას.

ლოკაცია: ბაკურიანი

პერიოდი: 7 დღე/6 ღამე

"BBC ბანაკის" შესახებ

"BBC ბანაკი" არის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო და სპორტული ბანაკი 7-17 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ პოზიტიური, საინტერესო და საგანმანათლებლო გარემო, სადაც მოზარდები შეძლებენ ინგლისური ენის ცოდნის გაუმჯობესებას, თავდაჯერებულობის განვითარებას, ახალი მეგობრების შეძენას და დაუვიწყარი გამოცდილების მიღებას.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბანაკის ყოველდღიური აქტივობების ფოტო და ვიდეო გადაღება.
  • მოკლე ფორმატის (Reels, TikTok) ვიდეომასალის ოპერატიული მონტაჟი და განთავსება.
  • სოციალური მედიის (Instagram, Facebook) "Stories" ხაზის ყოველდღიური მართვა.
  • ბანაკის მნიშვნელოვანი ღონისძიებებისა და აქტივობების დოკუმენტირება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • ფოტოგრაფიის/ვიდეოგრაფიისა და მობილური მონტაჟის (CapCut, VN ან სხვა) გამოცდილება.
  • სოციალური მედიის ტრენდებისა და ალგორითმების ცოდნა.
  • ინგლისური ენის ფლობა (სასურველია).
  • 7-17 წლის მოზარდებთან კომუნიკაციის უნარი.
  • პუნქტუალურობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

კომპანია უზრუნველყოფს:

  • სასტუმროში განთავსებას.
  • სამჯერად კვებას.
  • ტრანსპორტირებას (ორმხრივს).

ანაზღაურება: ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად და შეთანხმდება გასაუბრების ეტაპზე.