კონტენტ კრეატორი — სენსესი

სენსესი — ლოგო
სენსესი

კონტენტ კრეატორი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „სენსესი“ აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის / Content Creator პოზიციაზე ქალაქ ბათუმში. ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და თანამედროვე ხედვის მქონე ადამიანს, რომელსაც შეუძლია ავეჯისა და ინტერიერის სტილის მიმართულებით ძლიერი ვიზუალური კონტენტის შექმნა სოციალური ქსელებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც:

  • ესმის თანამედროვე კონტენტის ტრენდები;
  • შეუძლია კრეატიული იდეების გენერირება;
  • უყვარს კამერასთან მუშაობა;
  • შეუძლია პროდუქტების „გაცოცხლება“ ვიდეოსა და ფოტოში;
  • ესმის TikTok / Instagram / Facebook ალგორითმები;
  • შეუძლია მომხმარებლის ყურადღების დაჭერა;

ძირითადი მოვალეობები

  • ავეჯისა და ინტერიერის ვიდეო/ფოტო კონტენტის შექმნა;
  • TikTok, Instagram Reels, Facebook Reels კონტენტის დაგეგმვა და გადაღება;
  • ტრენდებზე დაფუძნებული კონტენტის იდეების გენერირება;
  • პროდუქტის „გაყიდვადი“ წარდგენა ვიდეოში;
  • შოურუმში, სტუდიასა და ლოკაციებზე გადაღებების ორგანიზება;
  • პროდუქტის მიმოხილვების, შედარებებისა და ემოციური კონტენტის შექმნა;
  • თანამშრომლობა მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდთან;
  • ყოველდღიური კონტენტ კალენდრის წარმოება;
  • კონკურენტებისა და ტრენდების მუდმივი მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში კამერის წინ გამოჩენა და პროდუქტის წარდგენა;

აუცილებელი უნარები

  • ვიდეო გადაღებისა და მონტაჟის გამოცდილება;
  • TikTok / Instagram Reels-ის გამოცდილება;
  • თანამედროვე ვიზუალური ხედვა;
  • კარგი კადრის შეგრძნება;
  • სწრაფი მუშაობის უნარი;
  • კრეატიულობა და პასუხისმგებლობა;
  • ქართული ენის გამართული ცოდნა;
  • სასურველია CapCut / Premiere Pro / Canva / Photoshop-ის ცოდნა;

დამატებითი უპირატესობა იქნება

  • ავეჯის, ინტერიერის ან lifestyle ბრენდებთან მუშაობის გამოცდილება;
  • კამერის წინ მუშაობის გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება;
  • დრონით გადაღების გამოცდილება;
  • Meta Ads-ის საბაზისო ცოდნა;

რას გთავაზობთ

  • თანამედროვე და სწრაფად მზარდ გარემოს;
  • ძლიერი ბრენდის განვითარებაში მონაწილეობას;
  • კრეატიული თავისუფლების შესაძლებლობას;
  • პროფესიულ ზრდას;
  • სტაბილურ ანაზღაურებას + ბონუს სისტემას;
  • გრძელვადიან თანამშრომლობას;