კონტენტ კრეატორი — სან დარი

სან დარი

კონტენტ კრეატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "სან დარი" სადეზინფექციო, სარეცხი და ჰიგიენური საშუალებების საწარმო ეძებს კადრს კონტენტ კრეატორის პოზიციაზე!

თუ კამერის წინ და უკან ერთნაირად კომფორტულად ხარ, გიყვარს ტრენდების დაჭერა და იდეების რეალობად ქცევა — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ვეძებთ აქტიურ და შედეგებზე ორიენტირებულ კრეატორს, რომელიც შექმნის სარეცხი და ჰიგიენური პროდუქტებისათვის შესაბამის ვიდეო კონტენტს.

ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, კრეატიულ და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება კონტენტის შექმნის მიმართულებით.

რას გააკეთებ?

  • ფოტო და ვიდეო კონტენტის დაგეგმვა, გადაღება და მონტაჟი;
  • Instagram, Facebook და TikTok-ისთვის ტრენდებზე მორგებული კრეატიული კონტენტის შექმნა;
  • კონტენტ-გეგმის შემუშავება და შესრულება შეთანხმებული სტრატეგიის მიხედვით;
  • ვიდეოებისთვის ტექსტების (ქეფშენი, სკრიპტი) მომზადება;
  • ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის დაცვა;
  • კამპანიებისა და აქციებისთვის კონტენტის შექმნა;
  • ვიდეო მასალის რედაქტირება (ფერი, ხმა, კადრი);
  • მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერთან კოორდინირებული მუშაობა;

სამუშაო რეჟიმი: კანდიდატის გრაფიკზე მორგებული.

აუცილებელია, კანდიდატს ჰქონდეს სამუშაო პროცესისთვის საჭირო საბაზისო ტექნიკური საშუალებები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ