კონტენტ კრეატორი
კომპანია "ასპ-გრუპი" ეძებს ენერგიულ და კრეატიულ კონტენტ კრეატორს 3-4 თვიანი პროექტისთვის.
"ასპ-გრუპის" საქმიანობას წარმოადგენს ავტომობილების, სოფლის მეურნეობის, სამშენებლო და სპეც-დანიშნულების ტექნიკის რეალიზაცია, მასთან დაკავშირებული სათადარიგო ნაწილების იმპორტი და სრული სერვისული მომსახურების გაწევა. კომპანიას 25 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია აღნიშნულ სფეროში.
თუ გეხერხება საინტერესო ისტორიების თხრობა, იცი, როგორ მიიზიდო აუდიტორიის ყურადღება ციფრულ სივრცეში და გსურს ბრენდის კომუნიკაციის გაძლიერება, შემოგვიერთდი!
სამუშაო პირობები:
- ხანგრძლივობა: 3-4 თვე
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით (შესაძლებელია დისტანციური/ჰიბრიდული ფორმატი)
- ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram და სხვ.) ტექსტური კონტენტის (ქოფის) შექმნა და დაგეგმვა;
- კრეატიული იდეების გენერირება, თემატური რუბრიკებისა და კონტენტ-კალენდრის შემუშავება;
- მაღალი ხარისხის ვიდეო/ფოტო კონტენტის შექმნა, (მაგ. Reels, TikTok).
- იდეების იდეების მოფიქრება და სცენარის გაწერა;
- ხარისხიანი მონტაჟი;
- თანამედროვე სტილი;
- სწორი ფერების კორექცია (Color Grading);
- დრონით გადაღება (საჭიროების შემთხვევაში);
- მოძრავი კადრები (Gimbal);
- თანამედროვე ტიტრები და Motion Graphics.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სოციალური მედიისთვის კონტენტის შექმნისა ან ქოფირაითინგის მინ. 3 წლიანი გამოცდილება;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, გამართული და დამარწმუნებელი წერის უნარი;
- ციფრული მარკეტინგის ტრენდების ცოდნა;
- აუცილებელია, შესრულებული პროექტების/ქეისების (პორტფოლიოს) წარმოდგენა.