კონტაქტ-ცენტრის ოპერატორი- ბათუმი
"ალიანს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ბათუმი
ჩვენ შესახებ
"ალიანს ჯგუფი" პირველი ქართული სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელმაც წამყვან გლობალურ ბრენდებთან პარტნიორობით შექმნა სასტუმროს ტიპის მულტიფუნქციური კომპლექსები, დანერგა თანამედროვე სამშენებლო სტანდარტები და ჩამოაყალიბა გამორჩეული საინვესტიციო კულტურა.
20 წელი, 25-ზე მეტი პროექტი და $1.5 მილიარდის ინვესტიცია - "ალიანს ჯგუფი" საერთაშორისო ბრენდებთან (Hyatt, Marriott, Hilton) კოლაბორაციით ქმნის სრულყოფილ საინვესტიციო პროდუქტს, სადაც მასშტაბური მშენებლობა და მაღალი კლასის სტუმარმასპინძლობა ერთიანდება.
პოზიციის აღწერა:
"ალიანს ჯგუფის" დინამიური გუნდი ეძებს მოტივირებულ, თავდაჯერებულ და ენერგიულ კონტაქტ-ცენტრის ოპერატორს. თქვენ იქნებით კომპანიის პირველი ხაზის წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია შემომავალი საინფორმაციო ნაკადების ეფექტურ მართვაზე, კლიენტებთან მაღალი სტანდარტის კომუნიკაციასა და მონაცემების CRM სისტემაში ზუსტ აღრიცხვაზე.
თუ ხართ კომუნიკაბელური, ორიენტირებული ხარისხიან მომსახურებაზე და გსურთ განვითარდეთ მომხმარებელთან ურთიერთობის მიმართულებით, ეს პოზიცია თქვენთვის საუკეთესო საწყისი წერტილია.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის პროდუქტების, მიმდინარე პროექტებისა და სერვისების სიღრმისეული ცოდნა;
- შემომავალ ზარებზე ოპერატიული პასუხი და პოტენციური თუ არსებული კლიენტებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება (ტელეფონით, ელფოსტითა და სოციალური ქსელებით);
- მიღებული მოთხოვნებისა და ახალი კლიენტების მონაცემების დროული რეგისტრაცია CRM სისტემაში;
- მომხმარებელთა საკითხების გადაჭრის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მათთან შემდგომი კომუნიკაცია (Follow-up);
- შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ანგარიშგება (რეპორტინგი) უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობების დამყარების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალდინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და ინფორმაციის სტრუქტურირებულად გადაცემის ნიჭი;
- გუნდური მუშაობის პრინციპების პატივისცემა;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- სავალდებულოა: ინგლისური და რუსული ენების გამართულად და თავისუფლად ცოდნა;
- მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების სფეროში ან ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
რას გთავაზობთ:
- უნიკალურ მულტიფუნქციურ პროექტებზე მუშაობისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას;
- გამორჩეულ, თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- ფიქსირებულ ანაზღაურებას (გამოსაცდელ ვადაში 1000 ლარი) + დამატებით საბონუსე სისტემას.
დაგვიკავშირდით:
2026 წლის 17 ივლისამდე
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას!
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება: შპს "ალიანს სიტი" საკონტაქტო ინფორმაცია 0322500000; მონაცემთა დამუშავების მიზანია - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება; სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად; კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღებია - შპს "ალიანს სიტის" ადამიანური რესურსების სამსახური; პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია შენახვის ვადაა - წინასახელშეკრულებო ეტაპის დასრულებიდან არაუმეტეს 01 თვე, ხოლო სტაჟირებისა და შრომითი ურთიერთობის არსებობისას მათი შეწყვეტიდან 3 წლის განმავლობაში, მონაცემთა სუბიექტის შემდგომი უფლებების გათვალისწინებით:
- მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
- მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
- მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
- მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
- წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
- მონაცემთა გადატანის უფლება;
- ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
- თანხმობის გამოხმობის უფლება;
- გასაჩივრების უფლება.
შპს "ალიანს სიტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.