კონსულტანტი- ზემო ფონიჭალა
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 48 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.
ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.
თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ზემო ფონიჭალის ფილიალში.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 08:00 -20:00 და 12:00-24:00 სთ ორი დღე მუშაობა მესამე დღეს დასვენება
- ანაზღაურება: 1300₾
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის ფასებზე, სახეობებზე, ვადებზე, აქციებზე და ა.შ.
- მომხმარებლის დახმარება სასურველი პროდუქტის შეძენის პროცესში.
- პროდუქციის შევსებასა და ვადიანობაზე ზრუნვა.
- წესრიგისა და სისუფთავის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამოცდილება: არ მოეთხოვება (შესწავლა მოხდება ადგილზე);
- დაკვირვების, გამართული კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი.
გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.