კონსულტანტი - ტელეფონის აქსესუარების მაღაზია
კომპანია "Tene" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ტელეფონის აქსესუარების მაღაზიაში.
თუ გიყვართ მომხმარებლებთან კომუნიკაცია, ხართ პასუხისმგებლობიანი და გსურთ სტაბილურ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით Tene-ს გუნდს!
ლოკაცია: წერეთლის მეტროს მიმდებარედ. სოხუმის ქუჩა #4
სამუშაო გრაფიკი: 2-დან 5 დღემდე, სურვილის მიხედვით
ხელფასი: 1000 ლარი (მოჭრილი) + გაყიდვის ბონუსი გამომუშავებით
ძირითადი მოვალეობები:
- FINA პროგრამაში შეკვეთების მიღება, დამუშავება და კონტროლი;
- FINA პროგრამაში მონაცემების ზუსტად და დროულად შეყვანა;
- შეკვეთების მომზადებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია;
- მომხმარებლებისთვის პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
- შემომავალ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლების შეკვეთების დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- FINA პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ან სწრაფად ათვისების უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ეფექტური ურთიერთობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი