კონსულტანტი - თბილისი მოლი
წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისი მოლში.
"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
- და რაც მთავარია - წიგნების სიყვარული.
სამუშაო გრაფიკი: სრული.