კონსულტანტი სათამაშოების მაღაზიაში- დიღომი — Super

Super — ლოგო
Super

კონსულტანტი სათამაშოების მაღაზიაში- დიღომი

₾1200 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. "სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 12 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 400-მდე თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ სათამაშოების მაღაზიაში.

ფილიალის მისამართი, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი: თბილისი, დიღომი, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირი, სათამაშოების მაღაზია

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი

დასვენების დრო: კვირაში 2 დღე

სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (10:00-19:00/13:00-22:00) / ერთცვლიანი (11:00-20:00)

ანაზღაურების ტიპი: მხოლოდ ფიქსირებული

ანაზღაურება: 1100 ლარი - 1200 ლარი (ცვლილება 1 წლის შემდეგ)

სამუშაო მიმართულება: სათამაშოების მაღაზია

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
  • პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება კომპანიაში არსებული მერჩენდაიზინგის;
  • პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;
  • პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • სერვისულობა;
  • კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

  • კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
  • სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
  • კომფორტულ სამუშაო გრაფიკს;
  • სამსახურს საცხოვრებელთან ახლოს;
  • კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

შერჩევის ეტაპები:

  • რეზიუმეების გადარჩევა;
  • გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.