კონსულტანტი (სასმელების სექციაში)
კომპანია "ჯიბე Cash & Carry", გლდანის ფილიალში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სასმელების სექციაში.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო ადგილი: გლდანი, შეშელიძის #7
სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, თვეში 15 დღე
ანაზღაურება: 1200 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
კონსულტანტის ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული წესების და უსაფრთხოების ნორმების მიხედვით, პროდუქციის განლაგება, თაროებსა და პალეტებზე, მარაგების კონტროლი და მუდმივი შევსება;
- პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გამოცდილება მომსახურების სფეროში
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს:
https://hel-ai.com/apply/I2Aq8eH