კონსულტანტი / სამსუნგის ბრენდის ამბასადორი — HRRA

HRRA — ლოგო
HRRA

კონსულტანტი / სამსუნგის ბრენდის ამბასადორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

“დასაქმების სააგენტო ეიჩარი” აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის / ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, რომელიც წარმოადგენს კომპანია სამსუნგის ბრენდს ტექნიკის მაღაზიაში.

თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია:

  • ჩვენთვის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არ არის უმაღლესი განათლება ან სამუშაო გამოცდილება.
  • ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს მოტივაცია იმუშაოს კლიენტთა მომსახურების, გაყიდვების სფეროში, არის მიზანდასახული და შედეგებზე ორიენტირებული.
  • ჩვენი კონკურენტული ანაზღაურების პაკეტი მოიცავს: ფიქსირებულ ანაზღაურებას + თვიური ბონუსი+ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება.

სამუშაო განრიგი: კვირაში 5 დღე / 40 საათი.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • პროდუქციის გაყიდვა და პოპულარიზაცია
  • მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა
  • კომპანიის ბრენდ ზონის კონტროლი: სისუფთავის კონტროლი, სტენდზე ბრენდის სათანანოდ წარმოდგენა
  • რეპორტების გაზიარება მენეჯმენტისთვის
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ ტრენინგებზე დასწრება

მოთხოვნები:

  • გაყიდვების / მომსახურების სფეროში გამოცდილება სასურველია
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია ერთი ენის ცოდნა სრულყოფილად)

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარე
  • შედეგებზე ორიენტირებული
  • ღია გამოწვევების მიმართ
  • ექსტრავეტი (კომუნიკაბელური, დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი)