კონსულტანტი- ქუთაისი
კომპანია "ვიტო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
კომპანია "ვიტო" არის "სამშენებლო-სარემონტო მასალების, საცალო-საბითუმო სარეალიზაციო" კომპანია, რომელიც ოპერირებს ბაზარზე 1999 წლიდან.
ლოკაცია: ქ. ქუთაისი ირ.აბაშიძის 21ა
სამუშაო გრაფიკი: ხუთი (5) სამუშაო დღე;
სამუშაო დღის ხანგრძლივობა: 09:00 - 18:00 სთ;
შესვენების დრო: 1 (ერთი) სთ;
ჩვენ გთავაზობთ:
- გამორჩეულ კორპორატიულ კულტურას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- ემპათიურ დამოკიდებულებას;
- მაღალ უკუკავშირს;
- ყოველდღიური ბენეფიტები: ერთჯერადი კვება; ჩაი/ყავა ულიმიტო; Day off.
- ანაზღაურება საათობრივი (160 სთ- ნორმირებული ტარიფით, დამატებითი საათების ანაზღაურება ხდება ზეგანაკვეთური ტარიფით. ნორმირებული ტარიფის 1, 25 კოეფიციენტით)
ჩვენთან კარგა ხანია დაიმსხვრა მითი, "გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად" ამიტომ, მთავარია იყოთ მოტივირებული, დისციპლინირებული და შრომისმოყვარე, მოდით ჩვენთან და აქ დაგხვდებათ: ძლიერი, პროფესიონალი, კვალიფიციური, დიდი ოჯახი. გპირდებით ჩვენთან დაეუფლებით არა მარტო სამუშაო სპეციფიკას . გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, შანსი მუდამ არ გეძლევათ. მთავარია მოინდომოთ გახდეთ ჩვენი ოჯახის წევრი.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის შესწავლა მისი მახასიათებელი თვისებებით;
- მომხმარებლის ხარისხიანად და ეფექტურად მომსახურება;
- პროდუქციის მიღებასა და აღწერაში მონაწილეობა;
- ზედა რგოლის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილ (ღონისძიებები, შეხვედრები, თათბირები, ივენთები, კორპორატიული საღამოები, ტრენინგები) -ში მონაწილეობის მიღება;
პიროვნული კომპეტენციები:
- ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
- გამართული მეტყველება;
- სიახლეების ადვილად ათვისება, ინოვაციებისაკენ მუდმივი სწრაფვა;
- კომპანიის მიმართ ლოიალურობა;
- პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
- დეტალებზე, შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირება;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 11/09/2026.