კონსულტანტი- დიღომი
"ATELIER OUTLET" / "ატელიე აუთლეტი" — მულტიბრენდული სივრცეა, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ბაზარზე მსოფლიოს წამყვან მოდის ბრენდებს წარმოადგენს.
კომპანიის მთავარი იდეაა, მომხმარებელს ერთ სივრცეში შესთავაზოს ხარისხიანი და თანამედროვე ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები განსაკუთრებული აუთლეტ-ფასებით. ATELIER OUTLET-ის ასორტიმენტი აერთიანებს 250-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდს და მოიცავს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის მრავალფეროვან კოლექციებს.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც გემოვნებით და ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.
ლოკაცია: დიღომი
სამუშაო გრაფიკი:
- სრული განაკვეთი: 10:00-20:30 / 14:00-22:00 (კვირაში 40 საათი);
- 12-საათიანი განაკვეთი: 10:00-22:00 და 18:00-22:00 (თვეში 15 სამუშაო დღე);
- ნახევარი განაკვეთი: 10:00-14:00 / 18:00-22:00 (კვირაში 20 საათი);
ანაზღაურება:
- სრული განაკვეთი — 1100 ლარი + ბონუსი;
- ნახევარი განაკვეთი — 550 ლარი + ბონუსი;
ბენეფიტები:
- პროფესიული განვითარება;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე;
- დაბადების დღეზე ვაუჩერი საჩუქრად;
- FITPASS;
აუცილებელი მოთხოვნები:
- პუნქტუალურობა და პრეზენტაბელურობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და მისი საჭიროებების დადგენა;
- პროდუქციის წესრიგის, რაოდენობის, ზომებისა და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
- გასახდელის მონიტორინგი;