კონსულტანტი- ბათუმი, რუსთავი — Manamo Home

Manamo Home — ლოგო
Manamo Home

კონსულტანტი- ბათუმი, რუსთავი

შეთანხმებით ახალი ბათუმი, რუსთავი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია "Manamo Home", რომელიც წარმოადგენს "VESTEL"-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის პარტნიორ ბრენდს, აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ბათუმსა და ქ. რუსთავში.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მხარდაჭერას პროფესიულ ზრდაში და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** თანამშრომლის სპეციალურ ფასდაკლებას როგორც VESTEL-ის, ისე MANAMO HOME-ის პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი:

ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის N21
ქ. რუსთავი<, ჟ. შარტავას N2გ

** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 დღე, ჯამში 40 საათი). მაღაზია მუშაობს 10:00-დან 20:00 საათამდე.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის კონსულტაცია - მათთვის საჭირო ტექნიკის შერჩევა, პროდუქციის გაცნობა და ეფექტური, მეგობრული კომუნიკაციის დამყარება;
** საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი პროცესი - შეძენილი პროდუქციის ადგილზე შემოწმება, საგარანტიო პირობების გაცნობა და უსაფრთხოდ შეფუთვა;
** პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა - კომპანიაში არსებული და ახალი ტექნიკის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** ვიზუალური მოწესრიგება - პროდუქციის სტენდებზე მიმზიდველად განლაგება და მაღაზიაში წესრიგის შენარჩუნება;
** აქციებისა და სიახლეების გაზიარება - მომხმარებლის დროული ინფორმირება მიმდინარე ფასდაკლებებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** გუნდურობა - მაღაზიის ყოველდღიურ საქმიანობაში (მათ შორის, ინვენტარიზაციაში) ჩართულობა და მენეჯერის მხარდაჭერა.

რა თვისებები დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში:

** პოზიტიური განწყობა, ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** დეტალების მიმართ ყურადღება და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.

როგორ დაგვიკავშირდეთ: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ