კონსულტანტი- ბათუმი
საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ოფიციალური მაღაზია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
ანაზღაურება: 1000 ლარი (NET) + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი:
- კვირაში 40 სამუშაო საათი;
- 1 დასვენების დღე კვირაში.
ჩვენ გთავაზობთ:
- მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტაცია და მომსახურება;
- პროდუქციის წარდგენა და გაყიდვა;
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- მაღაზიის მოწესრიგებულად და სტანდარტების შესაბამისად შენარჩუნება;
- პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- ქართული ენის თავისუფლად ფლობა;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
უპირატესობად ჩაითვლება:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ფეხბურთისა და საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" მიმართ ინტერესი.