კონსულტანტი- ბათუმი — ართთაიმი

ართთაიმი — ლოგო
ართთაიმი

კონსულტანტი- ბათუმი

₾1280 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ართთაიმი" დაარსდა 1999 წელს, თბილისში. ის იყო პირველი კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა, რომ შვეიცარიული საათი მარტივად ხელმისაწვდომი ყოფილიყო ადგილობრივი მომხმარებლისთვის და ქართულ ბაზარზე შემოიყვანა ცნობილი შვეიცარიული საათების ბრენდები. 26 წელია შპს "ართთაიმი" არის წამყვანი მოთამაშე საქართველოში წარმოდგენილი Swiss Made Watches სექტორში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
  • პროდუქციის სწორი განლაგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად ცოდნა და მისი პრეზენტაცია;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე (MS Word, Excel).
  • სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • გამართული მეტყველება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • მიზანსწრაფულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი:

  • კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი
  • 1 საათი შესვენება
  • სავაჭრო ცენტრებში განსაზღვრულია ცვლები 10:00 - 19:00, 13:00 - 22:00.
  • კვირაში 2 დასვენების დღე.

ანაზღაურება:

ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, საწყის ეტაპზე დარიცხული 1280 ლარი

ყოველთვიური კონკრეტული გარანტირებული ბონუსი საშუალოდ დარიცხული 500 - 1000 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

  • სწავლას, განვითარებას, კარიერულ წინსვლას
  • მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
  • ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
  • კორპორატიულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
  • წამახალისებელ ღონისძიებებს
  • მოქნილ საბონუსე სისტემას
  • ჯანსაღ სამუშაო გარემოს
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.