კონსულტანტი- აღმაშენებლის ხეივანი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 19 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.
ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.
დღეს, "პეპელა" 27 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.
პოზიცია: კონსულტანტი
სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი
ჩვენთან გელოდებათ:
- კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- კომფორტული სამუშაო გარემო;
- ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.
ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.