კონსულტანტი (აღმაშენებლის ხეივანი) — პეპელა

პეპელა — ლოგო
პეპელა

კონსულტანტი (აღმაშენებლის ხეივანი)

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" 2006 წ. შეიქმნა და უკვე 20 წელია, რაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე ფუნქციონირებს.

ამჟამად, "პეპელა" სათამაშოების ბიზნეს სექტორში ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული კომპანიაა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ევროპულ, ასევე საერთაშორისო ბრენდების ფართო ასორტიმენტს.

დღეს, "პეპელა" 25 საფირმო მაღაზიას აერთიანებს. იგი სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია, მათ შორის: Clementoni, lego, Dream Makers, Mattel, Bruder, Papo და ა.შ.

პოზიცია: კონსულტანტი

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)

ადგილმდებარეობა: აღმაშენებლის ხეივანი მე-9კმ.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ფასდაკლების კორპორაციულ ბარათს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიციირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომსახურების კორპორაციული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სალარო აპარატთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • გამოცდილების გარეშე (ადგილზე მოხდება შესწავლა);
  • მნიშვნელოვანია მომხმარებელთან კომუნიკაციის უნარი.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ