კონსულტანტი — რონიკო

რონიკო — ლოგო
რონიკო

კონსულტანტი

₾1500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 31-წლიანი ისტორიით. იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი.

პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
  • ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
  • პროფესიულ ტრენინგს;
  • კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;

პირობები:

  • კონსულტანტის ანაზღაურება საწყის ეტაპზე შეადგენს - დარიცხული 1200 ₾;
  • შემდეგ - დარიცხული 1300 ₾ + ბონუსი (მინიმალური ანაზღაურება 1500₾);
  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.)

რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
  • მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
  • უცხო ენების ფლობა.