კონსულტანტი — ახალი ხედვა

ახალი ხედვა — ლოგო
ახალი ხედვა

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ახალი ხედვა წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 8 საათიანი გრაფიკი, 5/2.

ანაზღაურება: 800ლ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ცოდნა, პაციენტისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
  • ნაშთისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი, შეკვეთების დროული გაკეთება;
  • სალაროს ოპერაციები წარმოება;
  • პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება.
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; FITPASS.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; FINA ჩაითვლება უპირატესობად
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;

უნარ-ჩვევები:

  • ენერგიული
  • აქტიური
  • პოზიტიური
  • პუნქტუალური
  • შრომისმოყვარე
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ