კონსულტანტი — სიემჯი ჯგუფი

სიემჯი ჯგუფი

კონსულტანტი

₾1000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"სიემჯი ჯგუფი" 10 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და მუდმივად მზარდი კომპანიაა. ჩვენ გთავაზობთ სახელოვნებო, სამშენებლო და კომპოზიტური მასალების ყველაზე დიდ არჩევანს, ასევე, კომპოზიტური აუზების დამზადებასა და მონტაჟს, სახლების, ოფისების, სხვენების დათბუნებას და ხმის იზოლაციას, სხვადასხვა სახის ავზების შეფუთვას. ვამზადებთ ავტონაწილებს და წყლის ტრანსპორტს - ნავებს, კატერებსა და იახტებს. ჩვენი პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოებულია საქართველოში.

ვაცხადებთ ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე ჩვენს მაღაზიაში.

მაღაზია მდებარეობს თბილისში, მეტრო დიდუბესთან, წერეთლის N140-ში.

სამუშაო პირობები:

  • საინტერესო სამუშაო;
  • მეგობრული, არასტრესული გარემო;
  • პროფესიული განვითარება ვაჭრობის და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
  • ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსები დატვირთვის მოცულობიდან გამომდინარე.
  • 5 სამუშაო დღე კვირაში, 2 დღე დასვენება.

მოვალეობები:

  • ინფორმაციის გაცვლა ხელმძღვანელობასთან, კოორდინირებული მუშაობა ორგანიზაციის პერსონალთან.
  • მაღაზიაში მოსული და ონლაინ მყიდველებისათვის კვალიფიციური ინფორმაციის მიწოდება, თავაზიანი მომსახურების გაწევა;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა;
  • ონლაინ შეკვეთების აწყობა;
  • რიგ შემთხვევებში სალარო ოპერაციების შესრულება;
  • პროდუქციის მოწესრიგება, დასტიკერება და დახარისხება;
  • პროდუქციის განლაგება თაროებზე;
  • წესრიგის დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გამართული კომუნიკაცია ქართულ ენაზე როგორც ზეპირად, ასევე წერილობით;
  • ნებისმიერი პროფილის სავაჭრო ობიექტში ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება ნებისმიერ პროგრამაში;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ელფოსტასთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
  • კეთილგანწყობა და კომუნიკაბელურობა;
  • სისხარტე და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ