კონსულტანტი
შპს "პისიშოპ.ჯი", კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების ციფრული ტექნიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი.
კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხელფასი: ფიქსირებული 900 + ბონუსი (კვარტალური)
სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და დახმარება;
- მაღაზიაში არსებული სარეალიზაციო პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა;
- პროდუქციის შესწავლა;
- გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
- ინვენტარიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
- აუცილებელია ინგლისურო ენის ფლობა და სასურველია რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- შრომისმოყვარეობა;
- კომუნიკაბელურობა;
- ენერგიულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- პრეზენტაბელურობა;
- მოტივირებულობა;
- თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სწავლას და კარიერულ წინსვლას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.