კონსულტანტი
თბილისი მოლში ახლადგახსნილი მაღაზია "ქრეათივ ჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"Creative House" - არის მაღაზია, სადაც იყიდება დისნეის თემატიკის ჭურჭელი და სხვადასხვანაირი კრაფტ პროდუქცია.
ჩვენთან გელოდებათ კომფორტული სამუშაო გარემო და მზარდი ანაზღაურება.
ძირითადი მოვალეობები:
- მომსახურების კორპორატიული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
- პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
- სალარო აპარატთან მუშაობა.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
- საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: ცვლებით - 10.00-16.00 და 16.00-22.00
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.