კონსულტანტი — მეტრომარტი

მეტრომარტი — ლოგო
მეტრომარტი

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „გრინ სთორ“-ი (მეტრომარტი) გიწვევთ კონსულტანტის პოზიციაზე.

„გრინ სთორ“-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. „გრინ სთორ“-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება.

ტექნიკის ერთერთი დიდ ჰიპერმარკეტის ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია
  • პროდუქციის შეთავაზება და სწორი კონსულტაცია
  • გაყიდვების პროცესის მართვა

მოთხოვნები:

  • კომუნიკაციის უნარები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გამოცდილება მომხმარებელთან მუშაობაში ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

  • გაწონასწორებული, ყურადღებიანი
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შრომისმოყვარე

სამუშაო პირობები:

ფილიალი 1: სადგურის მოედანი N 2. სამუშაო გრაფიკი

  • კვირაში ხუთი სამუშაო დღე. ორი დღე დასვენება. ორი ცვლა: 10:00-19:00, 12:00-21:00 (მოქნილი გრაფიკი, ასევე დასვენების დღეები შეთანხმებით)
  • ანაზღაურება: 1870 ლ (ფიქსირებულს+ბონუსი)

ფილიალი 2: აღმაშენებლის ხეივანი N 5 , სამუშაო გრაფიკი

  • 4 სამუშაო დღე , სამი დღე დასვენება, სამუშაო საათები 10:00-19:30. (მოქნილი გრაფიკი, ასევე დასვენების დღეები შეთანხმებით)
  • ანაზღაურება: 1100ლ (ფიქსირებულს+ბონუსი)

შესვენება 1 სთ ორივე ფილიალში.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების,ასევე შერჩევის ეტაპზე, და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კომპანია “გრინ სთორი” მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ