კონსულტანტი
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი პრემიუმ ბრენდების, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზია Posh Shoes აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა:
- ქ. თბილისი, გალერეა თბილისი
- ქ. თბილისი, სითი მოლი
კატეგორია: გაყიდვები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით მომსახურების გაწევა;
- მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის შესახებ, ასევე არსებულ აქციებთან დაკავშირებით;
- მაღაზიაში არსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებით გაფორმება ბრენდების მიხედვით მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვით;
- პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- პროდუქციის მაღაზიაში გასაყიდად მომზადება;
- პროდუქციის გაყიდვის გატარება და სალაროზე თანხის მიღება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- ორგანიზებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
თქვენს მიერ რეზიუმეს გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.