კონსულტანტი
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ბურატინო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, (საბურთალოს ფილიალი)
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 11 საათიდან 20 საათამდე / კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 1000 (ხელზე ასაღები) ლარი + ბონუსი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- შოურუმში მომსვლელი კლიენტების კონსულტირება
- კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის რეკომენდაცია
- კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა
- საქონლის განთავსება დახლებზე
- მაღაზიაში სისუფთავის შენარჩუნება კომფორტული გარემოს შესაქმნელად.
- სალაროს ოპერაციების წარმოება
პიროვნული თვისებები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი