კონსულტანტი
"Prime Retail Georgia" - ჭურჭლისა და დეკორატიული აქსესუარების ცნობილი ბრენდების (Wedgwood, Moser, Meissen Waterford, Rosenthal, Versace, Royal Albert, Royal Daulton, Portmeirion, Rogaska, Sambonet, Hutschenreuter, Lenox and Reed & Barton) ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი;
- გამართულად კომუნიკაციის უნარი ქართულ და სასაუბრო დონეზე კი ინგლისურ ენებზე (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
- გაყიდვების სპეციფიკის ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევის უნარი;
- საოფისე პროგრამების MS Office-ის ცოდნა.
აუცილებელი პიროვნული თვისებები:
- დაკვირვებულობა, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
ფუნქცია-მოვალეობები:
- შოუ-რუმში წარმოდგენილი ბრენდებისა და პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა/შესწავლა;
- ბრენდების ოფიციალური კატალოგებით ხელმძღვანელობა კონსულტაციის გაწევისას და შეკვეთის მიღების პროცესში;
- მომხმარებლის თავაზიანი მომსახურება და მათთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შერჩევისას;
- სალარო ოპერაციების წარმოება და გაყიდული პროდუქციის სწორი პროგრამული ასახვა;
- მოვალეობები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია შოუ-რუმის გამართულ ფუნქციონირებასთან და ხარისხიანი მომსახურების გაწევასთან.
პირობები:
- სამუშაო გრაფიკი: სრული;
- სამუშაო საათები: 11:00-20:00 (შესვენება 1 საათი);
- ლოკაცია: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N8;
- გამოსაცდელი ვადა (ანაზღაურებადი): 1 თვე;
- შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი.