კონსულტანტი
მამაკაცის ყოველდღიური და კლასიკური ტანსაცმლის მაღაზია "Frere" ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ და მოდით დაინტერესებულ კონსულტანტს ქ. თბილისში. ჩვენთან თქვენ გახდებით მომხმარებლის პირადი მრჩეველი და დაეხმარებით მათ ინდივიდუალური სტილის შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:
- მაღაზიის გახსნა და დაკეტვა დადგენილი გრაფიკის მიხედვით;
- პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და ცოდნა;
- მომხმარებლის საჭიროებების დადგენა, სტილისა და ზომის შერჩევა;
- გაყიდვების გეგმის შესრულებაზე ორიენტირებულობა და მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა;
- მაღაზიაში წესრიგის დაცვა, პროდუქციის მიღება, დაორგანიზება და ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების დაცვა;
- გაყიდვების ყოველდღიური აღრიცხვა.
სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 ან 6 სამუშაო დღე (09:30-დან 18:30-მდე);
ანაზღაურება: დღიური ფიქსირებული 40 ლარი + დამატებითი ბონუსი გაყიდვებიდან (თვეში საშუალოდ 300-დან 500 ლარამდე).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია ტანსაცმლის გაყიდვების მიმართულებით);
- გამართული მეტყველება და კომუნიკაციის უნარი;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.