კონსულტანტი — ოპტიკა ჯაბადარი

ოპტიკა ჯაბადარი

კონსულტანტი

₾1000.0 აქტიური თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ოპტიკა "ჯაბადარი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში. "ჯაბადარი" წარმოადგენს საქართველოს ბაზარზე პირველ ოპტიკურ კომპანიას, რომელიც დარგში ფლობს ნახევარ საუკუნეზე დიდი გამოცდილებას.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
  • პროფესიულ ტრენინგს;
  • კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
  • ახალი პროფესიის დაუფლებას და სიღრმისეულ შესწავლას.

პირობები:

  • კონსულტანტის ანაზღაურება საწყის ეტაპზე შეადგენს 1000 ლარს + ბონუსი. შემდგომ კი კვალიფიკაციის მიხედვით განისაზღვრება.
  • სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე 10:00-19:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • სტენდების შევსება;
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგებულობაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • პროფესიული განვითარების სურვილი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ენერგიულობა და თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრიტიკული სიტუაციების მართვა;
  • უპირატესობად ჩაითვლება უცხო ენების ფლობა. (ინგლისური)