კონსულტანტი — Access Concept Store

Access Concept Store

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Access Concept Store" - პრემიუმ აქსესუარების შოურუმია, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩეული ბრენდები, უნიკალური დიზაინი და განსხვავებული სტილი ერთიანდება.

"Access"-ის გუნდი ახალ წევრებს ეძებს!

თუ გაინტერესებს მოდის ინდუსტრია, ხარ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური, დეტალებზე ორიენტირებული, ფლობ ინგლისურ ენას და გიყვარს გუნდური მუშაობა — შესაძლოა, სწორედ შენ გეძებთ.

ვაკანსია გვაქვს გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე:

  • "Access"-ის მთავარ შოურუმში;
  • POP UP სივრცეში — City Mall-ში.

გთავაზობთ როგორც ნახევარ, ასევე სრულ განაკვეთზე მუშაობას.