კონსულტანტი — ფოტოცენტრი

ფოტოცენტრი — ლოგო
ფოტოცენტრი

კონსულტანტი

₾1300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "ფოტოცენტრი" (Printing Services, E-commerce) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

"ფოტოცენტრი" წარმატებული ქართული კომპანიაა, რომელიც წარმოდგენილია 3 ფიზიკური ფილიალით თბილისის ცენტრალურ უბნებში, 1 შოურუმით/ჩარჩოების სახელოსნოთი თავისუფლების მოედანზე და უნიკალური ონლაინ პლატფორმით Photocenter.ge, რომელიც აერთიანებს 1, 600-ზე მეტ ბეჭდვის, სახლის დეკორისა და სასაჩუქრე პროდუქტს.

კომპანია ასევე აერთიანებს სპორტული ინვენტარის კედლის დეკორის მიმართულებას "ოთხი" და ვიდეოკასეტების გაციფრულების სერვისს "ფოტოპლაზა".

კომპანიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

  • Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/profile.php?id=100085298679063
  • ინსტაგრამ გვერდზე: https://www.instagram.com/photocenter.ge/
  • Tik Tok გვერდზე: https://www.tiktok.com/@photocenter.ge
  • ვებ გვერდზე: https://new.photocenter.ge/

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის სერვისისა და პროდუქციის მომხმარებლებისთვის წარდგენა და შეკვეთების გაფორმება
  • სალარო აპარატთან მუშაობა
  • აღებული შეკვეთების მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
  • გამართული ქართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
  • არითმეტიკული ოპერაციების ცოდნა
  • სასურველია მომსახურებისა და გაყიდვების სფეროში მუშაობის 1-1.5 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პრეზენტაბელური
  • კომუნიკაბელური
  • თავაზიანი
  • ორგანიზებული
  • სტრესულ გარემოში ადაპტირების და სწრაფი რეაგირების უნარი

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 10:00-19:00
  • ანაზღაურება: 1200-1300 ლარი (ბონუსების გათვალისწინებით)
  • სტაჟირების პერიოდი: 2 კვირა
  • მისამართი: თავისუფლების მოედანი, პუშკინის 7