კონსულტანტი
კომპანია "თერმორუმი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.
"თერმორუმი" უკვე 10 წელია ქართულ ბაზარზეა და ლიდერია გათბობის, ვენტილაციის, კონდიცირებისა და წყალმომარაგების სფეროში. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის ევროპული პროდუქცია და ინოვაციური, ენერგოეფექტური გადაწყვეტილებები.
ძირითადი მოვალეობები:
- მყიდველისთვის პროდუქციის მახასიათებლების და საგარანტიო მომსახურების პირობებზე კონსულტაციის გაწევა;
- მომხმარებლისთვის არსებული აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- დარბაზში პროდუქციის ეფექტურად განთავსებაში მენეჯერისთვის დახმარების გაწევა ახალი პროდუქციის მიღებისას;
- მაღაზიაში განთავსებულ პროდუქციაზე ფასის ნიშნის არსებობის და სისწორის შემოწმება და უზრუნველყოფა;
- გაყიდული პროდუქციის გაცემა;
- საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი პროდუქციის დაზიანების შემთხვევაში ადმინისტრაციის ინფორმირება;
- ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული, ცალკეული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია სამუშაო გამოცდილება პრომოუტერის თანამშრომლის პოზიციაზე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- მოწესრიგებულობა და არსებული სტანდარტების დაცვის უნარი
- თავაზიანობა
- დისციპლინირებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
დამატებითი ინფორმაცია:
- სამუშაო გრაფიკი - სრული;
- სამუშაო ადგილი - ვაჟა-ფშაველას N26; კოსმონავტების 9.
- ანაზღაურება - 1400 ლარი და ბონუსი
განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 5 ოქტომბერი