კონსულტანტი — Solray

Solray

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Solray" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის (სტენდზე) პოზიციაზე.

ლოკაცია: City Mall Saburtalo, თბილისი

ვეძებთ კომუნიკაბელურ, პასუხისმგებლიან და გაყიდვებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც მოსწონს მომხმარებელთან ურთიერთობა და შეუძლია პროდუქტის ეფექტურად წარდგენა.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლების კონსულტაცია და პროდუქციის შეთავაზება;
  • გაყიდვების განხორციელება;
  • პროდუქციის მახასიათებლებისა და უპირატესობების გაცნობა;
  • სტენდის მოწესრიგება და პროდუქციის სათანადო პრეზენტაციის უზრუნველყოფა;
  • ყოველდღიური საოპერაციო პროცესების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კარგი კომუნიკაციისა და მომხმარებელთან ურთიერთობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა და პოზიტიური დამოკიდებულება;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ხელფასს და გაყიდვების შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსს;
  • სასიამოვნო და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ