კონსულტანტი
შპს „ევროპროდუქტი“ აცხადებს ვაკანსიას ხაზის კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო გრაფიკი: 7.5 საათიანი განაკვეთი ცვლებში, (კვირაში 6 დღე - 40 საათი, 1 სთ შესვენება);
ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი + სტაჟი;
ჩვენ გთავაზობთ:
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- ანაზღაურებად სტაჟირებას;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- დასვენების დღის არჩევის შესაძლებლობას;
- ტრანსპორტირებას გარკვეულ ფილიალებში.
რისი გაკეთება მოგიწევთ:
- მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი საჭიროებების შესაბამისად კონსულტაციის გაწევა;
- ხაზის პროდუქციის — ძეხვი, კარაქი, ყველისა და სხვა შესაბამისი პროდუქციის მომხმარებლისთვის დაჭრა, აწონვა, შეთავაზება;
- პროდუქციის დახლ-მაცივრებში შესაბამისი წესების დაცვით განთავსება;
- პროდუქციის ვადების მუდმივი კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება.