კონსულტანტი
"პლანეტარიუმი" არის ტელესკოპების, ბინოკლების, მონოკლების, მიკროსკოპებისა და ასტროფოტოგრაფიის სხვადასხვა მოწყობილობების მაღაზია, რომელიც 6 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე.
კომპანია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვანი ასტროფოტოგრაფიის მოწყობილობების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Celestron, Skywatcher, Nimax, Aastroshop, Scopedome და სხვა.
ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, მზის პანელებისა და მზის გენერატორების, მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Jackery-ის მოწყობილობები.
ძირითადი პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, შ.ნუცუბიძის ქ. 82
- დასაქმების ტიპი: სრული
- სამუშაო საათები: ორშაბათი-შაბათი, 11:00-20:00
- ანაზღაურება: 1200 ლარი
ვის ვეძებთ?
"პლანეტარიუმი" ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ კონსულტანტს, რომელიც მზადაა დაეხმაროს მომხმარებლებს პროდუქციის არჩევაში.
მოვალეობები:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, რჩევის მიცემა;
- პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა და პრეზენტაცია;
- გაყიდვების პროცესის მართვა (გადახდიდან ჩაბარებამდე);
- მაღაზიის სივრცის მოწესრიგება და პროდუქციის განახლება;
- აღწერებში მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
- კომუნიკაციის უნარი და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
- სასურველია ინგლისურის საბაზისო დონეზე ცოდნა.
გთავაზობთ:
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- ტრენინგებს ასტროფოტოგრაფიის ტექნიკასა და პროდუქტებზე;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
განაცხადების შემოტანის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი 2026 წელი.