კონსულტანტი
TBILISI PARKING პროექტის ვაკანსია
პოზიციის დასახელება: კონსულტანტი (შრომითი ხელშეკრულება)
ორგანიზაცია: ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო
კატეგორია: მომსახურება (თბილისის პარკინგის პროექტის ფარგლებში)
თანამდებობრივი სარგო: დარიცხული 1537 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული PARKING INFO ჯიხური
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი, 9 დან 5 საათამდე ან 10 დან 6 საათამდე.
ფუნქციები:
- მომხმარებელთა მომსახურება, მათთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა პროცედურებთან, საჭირო დოკუმენტაციასთან, ვადებთან და საფასურებთან დაკავშირებით დედაქალაქში ავტომობილის პარკირების წესების თაობაზე;
- ა (ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის/სამართლებრივი აქტების, შრომითი ხელშეკრულების, მომსახურების ხარისხის სტანდარტის და სხვა შიდა აქტების მოთხოვნათა დაცვა;
- უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემებისა და ტექნიკური შეფერხების შესახებ;
- ასრულებს ხელმძღვანელობის მიერ გაცემულ სხვა სამუშაო დავალებებს.
მოთხოვნები:
- მინიმალური განათლება: ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სტანდარტული კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- სასურველია მომსახურების სფეროში გამოცდილება;
- აუცილებელია რეზიუმეს თან ერთვოდეს სამოტივაციო წერილი.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გამართული მეტყველებისა და წერის უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- მოქალაქეთა ეფექტიანი მომსახურების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.