კონსულტანტი — DRstudio

DRstudio

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

DRstudio აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, ხართ პასუხისმგებლიანი, კომუნიკაბელური და გსურთ განვითარება თანამედროვე ავეჯის სფეროში, შემოუერთდით ჩვენ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლის დახვედრა და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა.
  • მომხმარებლის მოთხოვნების დეტალური შესწავლა.
  • შეხვედრების დაგეგმვა დიზაინერთან.
  • შეკვეთების პირველადი რეგისტრაცია CRM სისტემაში.
  • სატელეფონო ზარების და სოციალური ქსელებიდან შემოსული მოთხოვნების დამუშავება.
  • მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის პროცესში.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია და ჩაითვლება პრიორიტეტად).
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
  • რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • Microsoft office საბაზისო ცოდნა.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • გამართული მეტყველება და მოლაპარაკების უნარი.
  • გუნდური მუშაობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას.
  • ბონუსების სისტემას.
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
  • კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს.
  • კარიერული წინსვლის პერსპექტივას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ