კონსულტანტი
"Epicalorie" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.
Epicalorie.shop — ორგანული საკვები პროდუქტებისა და კოსმეტიკის მაღაზიათა ქსელი - ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი 40 (ახალი ფილიალი).
"Epicalorie.shop" წარმოადგენს ევროპის კავშირში წარმოებული 500+ სახეობის ბიო და ორგანული საკვები და კოსმეტიკის პროდუქტების ექსკლუზიურ ხაზებს საქართველოში.
ჩვენი მომხმარებლები გვირჩევენ — პროდუქტის ორგანულობით, კომფორტით, ცოდნითა და გულიანი მომსახურებით.
რატომ ჩვენ?
შემოგვიერთდი და გახდი ჯანსაღი ცხოვრების ელჩი:
- მოამზადებ ზესაკვებ სასმელებს (Matcha, Superfoods, Smoothies);
- დაეხმარები მომხმარებელს სწორი არჩევანის გაკეთებაში;
- გაუზიარებ ცოდნას ჯანმრთელ კვებასა და ჯანსაღი სილამაზის პროდუქტებზე;
- ბონუსად: გაგატარებთ ნუტრიციოლოგიისა და ბარისტას ტრენინგს — ისწავლი პროფესიონალურად.
შენი მოვალეობები:
- პროდუქციის სწორად განლაგება, კონტროლი, ფასები და ვარგისიანობა;
- მომხმარებლის კონსულტაცია და გაყიდვების მართვა;
- ონლაინ შეკვეთების მიღება და მოწესრიგება;
- თვიური გეგმის შესრულება და გაყიდვების სტიმულირება;
- ტრენინგებსა და გასტრონომიულ ტესტირებებში მონაწილეობა.
ჩვენ გეძებთ, თუ:
- ხარ კომუნიკაბელური, პოზიტიური და ენერგიული;
- შეგიძლია მარტივად აუხსნა ადამიანს ინფორმაცია;
- გაინტერესებს ორგანული საკვები პროდუქტები და კოსმეტიკა;
- ფლობ ინგლისურს (B2+) — დამატებითი ენა პლუსია;
- არ არის აუცილებელი გამოცდილება — ყველაფერს ადგილზე გასწავლით.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000-1500 ლარი + ბონუსი + ნავაჭრის პროცენტი
- სტაჟირება: 1-3 დღე (რამდენიმე საათი)
- გრაფიკი: მოქნილი (შეგიძლიათ აირჩიოთ 10-40 საათი კვირაში)
დამატებითი სარგებელი:
- თანამშრომლის ფასდაკლება პროდუქტებზე
- ზრდადი ანაზღაურების სისტემა
- პროფესიული და კარიერული განვითარება
თუ გინდა, იყო გარემოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ზრდაში, ჯანმრთელობასა და ცხოვრებით გაძლიერებაში ეხმარებიან, "Epicalorie" გელოდება.