კონსულტანტი — გრინ სთორ

გრინ სთორ — ლოგო
გრინ სთორ

კონსულტანტი

₾2500 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "გრინ სთორ"-ი (მეტრომარტი) გთავაზობთ დასაქმებას კონსულტანტის პოზიციაზე.

"გრინ სთორ"-ი გახლავთ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "გრინ სთორ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. სადაც წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი ბრენდი.

შენი როლი ჩვენთან:

  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მარტივად ამყარებ კომუნიკაციას.
  • ტექნიკა და თანამედროვე პროდუქტები შენთვის საინტერესოა.
  • გაქვს გაყიდვების გამოცდილება.

ეს პოზიცია შენთვისაა თუ:

  • ხარ აქტიური, პოზიტიური და ენერგიული.
  • მოგწონს მომხმარებლის დახმარება არჩევანის შეთავაზებისას.
  • გამოცდილება გაქვს გაყიდვებში.

სამუშაო პირობები და ჩვენი შემოთავაზება ასეთია:

  • კვირაში ხუთი სამუშაო დღე. ორი დღე დასვენება. ორი ცვლა: 10:00-19:00, 12:00-21:00 (მოქნილი გრაფიკი, ასევე დასვენების დღეები შეთანხმებით). შესვენება 1 სთ.
  • ანაზღაურება: 2500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი).
  • სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N 2 (თბილისი ცენტრალის 1 სართული).
  • კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა — სრულად კომპანიის დაფინანსებით.
  • კვების ობიექტზე ფასდაკლების ბარათი.
  • განვითარების შესაძლებლობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების, ასევე შერჩევის ეტაპზე და შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

კომპანია "გრინ სთორი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის, გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ