კონსულტანტი
მაღაზია (სტენდი) "Roberto Napoli" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი.
მაღაზია მდებარეობს სავაჭრო ცენტრ თბილისი მოლში
სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-დან 22:00 საათამდე
სამუშაო დღეები: თვეში 15 დღე (კვირაში 3-4 დღე)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. ფიქსირებული 800 ლარი. ბონუსი არის 2 სახის, თვის და დღის ბონუსი. (საბონუსე სისტემა ისე არის მოწყობილი რომ თვის მანძილზე ბონუსის ჩათვლით კონსულტანტის ხელფასი გამოდის 1100-1300 ლარი)
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და კონსულტაციის გაწევა
- პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება ვიტრინაში
- პროდუქციის გადათვლა და განთავსება
- სალაროს ოპერაციების შესრულება
- მაღაზიაში სისუფთავესა და წესრიგზე ზრუნვა
- პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სწრაფად ათვისების უნარი და სისხარტე
- გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი
- პუნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
- პოზიტიურობა
- ზრდილობიანი და თავაზიანი დამოკიდებულება თანამშრომლების და მომხმარებლების მიმართ