კონსულტანტი — თურსა

თურსა

კონსულტანტი

₾1150 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია "თურსა" ეძებს სუპერმარკეტის კონსულტანტს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი #116

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის რეალიზაციამდე ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
  • მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;
  • პროდუქციის მოწესრიგება, ეფექტური განლაგება;
  • გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეული კანდიდატი გაივლის სტაჟირებას 2-3 დღე.

პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: 9:00-16:00 და 16:00-23:00 მონაცვლეობით.
  • დასვენება: კვირაში 1 დღე;
  • ანაზღაურება: პირველი თვე 1000 ლარი, 3 თვის შემდეგ 1150 ლარი.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა და მეცამეტე ხელფასი.

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ