კონსულტანტი — იდეალი

samushao.ge
იდეალი — ლოგო
იდეალი

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კონსულტანტი

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება 2200–2600 ლარი (ხელზე ასაღები, ხელფასი+ ბონუსი სისტემით), კარიერული ზრდის პერსპექტივა.

ბენეფიტი: ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა, სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, მშრალ ხიდთან.

სამსახურებრივი მოვალეობა: მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

სამუშაო პირობები: სამუშაო საათები-9:00 დან 18:00-მდე, დასვენების დღე კვირაში 2 დღე.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელურობა, ანალიტიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი.

სტაჟირების ვადა 1 თვიდან 2 თვემდე–ანაზღაურება თვეში 1000 ლარი.

რეზიუმე – სავალდებულოა ქართულ ენაზე.

უპირატესობები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ