კონსულტანტი — წერტი

samushao.ge
წერტი — ლოგო
წერტი

კონსულტანტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შპს „წერტი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 160 თანამშრომელს.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე. დასვენება 2 დღე.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი;
  • ფასდაკლების ბარათი პროდუქციის სრულ ასორტიმენტზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომსახურება;
  • კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
  • დახლების შევსება;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია, ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ენერგიულობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
  • კულინარიის სიყვარული (სასურველია).

გისურვებთ წარმატებას!

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ