კონსულტანტი — შპს ,, ჯი- ჰოუმ ,, ჯორჯია

samushao.ge
შპს ,, ჯი- ჰოუმ ,, ჯორჯია — ლოგო
შპს ,, ჯი- ჰოუმ ,, ჯორჯია

კონსულტანტი

₾1300 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია ,, ჯი-ჰოუმ ჯორჯია ,, ტექსტილის მაღაზიათა ქსელი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

კომპანია ,,ჯი ჰოუმ ჯორჯია,, წარმატებით აგრძელებს ფუნქციონირებას საქართველოში და გამოირჩევა მაღალი ხარისხის პროდუქციითა და დახვეწილი მომსახურეობით.

სამუშაო ადგილმდებარეობა : ქ.თბილისი, ,,ისთ ფოინთის სავაჭრო ცენტრი,, , თვალჭრელიძის 2;

სამუშაო განაკვეთი : კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება;

ანაზღაურება : 1100 ლარი ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

  • დადგენილი სტანდარტების შესაბამისად მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების და კონსულტაციის გაწევა
  • პროდუქციის მოწესრიგებულად განაწილება
  • პროდუქციის ფასმაჩვენებლის პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი და/ან პროფესიული განათლება ნებისმიერი მიმართულებით;
  • სასურველია გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურეობის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
  • გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი

გაცნობებთ რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (სააპლიკაციო ფორმა/ CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/ თანამშრომელთა მიერ. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (სააპლიკაციო ფორმა/ CV) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლის ვადით.

თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე:

ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ