კონსტრუქტორი- რუსთავი
კომპანია "კანო" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში.
კომპანია "კანო" 1984 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე. დაარსების დღიდან ნებისმიერი სირთულისა და მასშტაბის ლითონის კონსტრუქციებს აწარმოებს და მომხმარებლებს მომსახურების სრულ ციკლს სთავაზობს, რომელიც მოიცავს პროექტირების, წარმოების, ტრანსპორტირებისა და მონტაჟის სრულყოფილ პროცესებს.
კომპანია "კანოს"-ს ზრდა და ორმოცწლიანი სტაბილურობა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- სტაბილურ ანაზღაურებას;
- კომფორტულ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
ძირითადი მოვალეობები:
- კონსტრუქციების, მოწყობილობების ან დეტალების ტექნიკური პროექტირება, გამოთვლა და ანალიზი;
- კონსტრუქციული და ტექნიკური პროექტების შემუშავება არქიტექტორთან, ტექნოლოგთან ან სხვა ინჟინრებთან ერთად კოორდინირებული მუშაობით;
- სტრუქტურული ელემენტების გამოთვლა და კონსტრუქციული ანალიზი (ძალის ზემოქმედება, მასალების გამძლეობა, დატვირთვები);
- მასალებისა და ტექნოლოგიური გადაწყვეტების შერჩევა შექმნილი კონსტრუქციებისათვის;
- სამუშაოს შესაბამისობა უსაფრთხოების, სამშენებლო და ინდუსტრიულ სტანდარტებთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება კონსტრუქტორის პოზიციაზე;
- AutoCAD, SolidWorks, Revit და CAD პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (ინგლისური/რუსული).
პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:
- ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, ჯავახიშვილის N5.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!