კონსტრუქტორი- გარდაბანი — საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია — ლოგო
საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

კონსტრუქტორი- გარდაბანი

შეთანხმებით ახალი გარდაბანი · ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე თბოელექტრო სადგურის საკონსტრუქტორო სამსახურში

არსებითი პირობები:

  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. გარდაბანი
  • სამუშაოს გრაფიკი: 09:00 სთ-18:00 სთ, შესვენება 1 საათი (12სთ-დან 13სთ-მდე)
  • სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურენტული ანაზღაურება, კომპანიის მიერ დაფინანსებული ჯანმრთელობის დაზღვევა და სურვილისამებრ, Fitpass. თბილისიდან მოგემსახურებათ ტრანსპორტი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტექნიკური დავალების მიხედვით პროექტის ტექნიკური ნაწილის ანალიზი.
  • საჭირო ნახაზების პროექტირება AUTOCAD პროგრამით (ЕСКД- ერთიანი საკონსტრუქტორო სტანდარტებით);
  • პროექტით განსაზღვრული ლითონის ნაკეთობის მექანიკური დამუშავება ნახაზების მიხედვით: შედუღება, პლაზმური ჭრა, აირით ჭრა და თერმული დამუშავება;
  • პროექტისათვის საჭირო მასალებისა და კომპონენტების შესასყიდი სიის შედგენა;
  • პროექტის მიმდინარეობისა და ნაკეთობის დამუშავების მეთვალყურეობა წარმოების ყველა ეტაპზე;
  • უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება (სასურველია ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

ცოდნა და უნარები:

  • ნახაზების გაფორმებისას ფუნდამენტური სტანდარტების ცოდნა (ЕСКД- ერთიანი სისტემა საკონსტრუქტორო დოკუმენტაცია);
  • ლითონის დამუშავების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • სასურველია ტექნიკური ინგლისური ან / და რუსული ენის ცოდნა.

კომპიუტერული პროგრამები:

  • MS Office;
  • AutoCAD.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ