კონსტრუქტორი
Fibrex LLC (ფიბრობეტონის მწარმოებელი კომპანია) აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის (ფასადების საინჟინრო პროექტირება) პოზიციაზე.
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი საინჟინრო განათლება სამშენებლო მიმართულებით;
- კონსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- მეტალის კონსტრუქციების გაანგარიშებისა და პროექტირების გამოცდილება;
- AutoCAD-ის ცოდნა (სავალდებულო);
- სასურველია Tekla Structures, Revit, SAP2000, SCAD, Robot Structural Analysis ან სხვა შესაბამისი პროგრამების ცოდნა;
- საინჟინრო ნახაზებისა და დეტალიზაციის მომზადების გამოცდილება.
ძირითადი მოვალეობები:
- ფიბრობეტონის (GRC/GFRC) საფასადე ელემენტების დეტალიზაციისა და სამუშაო ნახაზების მომზადება;
- ელემენტების სპეციფიკაციების (BOQ/BOM) შედგენა;
- სამონტაჟო კვანძებისა და დამაგრების სისტემების დამუშავება;
- მეტალის ქვეკონსტრუქციის სტატიკური გაანგარიშება;
- ქარის, სეისმური და სხვა საპროექტო დატვირთვების გათვალისწინებით კონსტრუქციული გადაწყვეტილებების შემუშავება;
- წარმოებისა და მონტაჟისთვის საჭირო ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება;
- არქიტექტორებთან, წარმოების და მონტაჟის გუნდებთან კოორდინაცია.
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
- თანამედროვე საწარმოო გარემოს.
კომპანიის შესახებ:
Fibrex არის საქართველოში მოქმედი ფიბრობეტონის (GRC/GFRC) ელემენტების მწარმოებელი კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის საფასადე და არქიტექტურული ელემენტების წარმოებაში.