კონსტრუქტორი — გრავიტა

გრავიტა — ლოგო
გრავიტა

კონსტრუქტორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას კონსტრუქტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)

სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კონსტრუქციული გათვლების წარმოება;
  • პროექტის მუშა ნახაზების დამუშავება და მომზადება კონსტრუქციული კუთხით;
  • მოცულობებისა და სხვა საჭირო ინფორმაციის ამოღება/დამუშავება კონსტრუქციული კუთხით;
  • მასალებისა და დამხმარე საშუალებების სპეციფიკების დამუშავება და მათ შერჩევაში მონაწილეობის მიღება;
  • შესყიდვების განყოფილებისთვის შეთანხმებული მასალების შესახებ ინფორმაციის გადაცემა;
  • მიღებული მასალების შესაბამისობის კონტროლი დადგენილ მოთხოვნებთან/ ნორმატივებთან;
  • კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის პროცესში წამოჭრილი პრობლემების ოპტიმალური გადაწყვეტა;
  • ტექნიკური სამსახურის თანამშრომლებისთვის მუშა ნახაზების და სამუშაო მასალების მოცულობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა.
  • კომპანიაში შემოსული საპროექტო წინადადებების კონსტრუქციული კუთხით განხილვა, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციების გაწევა, მათ შორის რეკომენდაციების გაცემა;
  • შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან შუალედური/საბოლოო პროექტის წარდგენა კონსტრუქციული კუთხით;
  • კანონმდებლობით და უშუალო ხელმძღვანელის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის ან შესაბამისი მიმართულებით;
  • კონსტრუქციული პროექტირების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
  • საინჟინრო და საპროექტო პროგრამების (AutoCAD, Revit, ETABS, SAP2000, Tekla ან სხვა შესაბამისი პროგრამები) ცოდნა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციისა და მუშა ნახაზების მომზადების გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;