კონკურსი - თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსი - თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი თანამედროვე კერძო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა შერჩევის მიზნით.

ვაკანსიების რაოდენობა: 20 (ოცი)

სტაჟირება: ანაზღაურების გარეშე

ზოგადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლების მქონე პირი ან ბაკალავრიატის/მაგისტრატურის სტუდენტი.

სასურველი ცოდნა:

  • სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).
  • ინგლისურ ენა (მინიმალური B2 დონე).

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

  • Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
  • Microsoft Excel
  • Microsoft PowerPoint
  • Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის).
  • ინტერნეტი.

პიროვნული მახასიათებლები (უნარები):

  • პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა.
  • პასუხისმგებლიანობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
  • დავალების დადგენილ ვადაში შესრულება.
  • გუნდური მუშაობის კულტურა.
  • ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
  • კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი.
  • კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი).
  • ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

სტაჟიორის ძირითადი ფუნქცია-ვალდებულებები:

  • ინსტიტუტის საქმიანობისა და მის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მომზადებული მასალების დამუშავებასა და პროექტების განხორციელების პროცესის მხარდაჭერა.
  • ინსტიტუტის ელექტრონული რესურსების, მონაცემთა ბაზებისა და სხვა ციფრული პლატფორმების განვითარებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა, მათ შორის, შესაბამისი მასალების მომზადების, ტექნიკური დამუშავებისა და განთავსების პროცესის მხარდაჭერა.
  • ინსტიტუტის საქმიანობისა და პროექტების ფარგლებში გამოყენებული სამართლებრივი წყაროების, ნორმატიული აქტების, სასამართლო პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტებისა და აკადემიური ლიტერატურის მოძიებაში, სისტემატიზაციასა და გადამოწმებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის გამოცემებისა და პროექტების ფარგლებში მომზადებული ტექსტების კორექტირებასა და ტექნიკურ-სტრუქტურულ რედაქტირებაში მონაწილეობა.
  • ტექსტებში გამოყენებული მითითებების, ციტირებების, ბმულებისა და სხვა შესაბამისი ელემენტების სიზუსტის, აგრეთვე ტექსტების ფორმატირების, სტრუქტურისა და თანმიმდევრულობის შემოწმებაში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის მითითებით, სამართლებრივი საკითხების, დოქტრინული მიდგომების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკისა და სხვა შესაბამისი წყაროების კვლევაში, აგრეთვე კვლევის შედეგების შესაბამისი ფორმით მომზადებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა აკადემიური თუ პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და პროექტებში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ინსტიტუტის საქმიანობისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც შეესაბამება სტაჟირების მიზნებსა და ინსტიტუტის საქმიანობას.

საბუთების წარმოსადგენი პერიოდი: 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 (ექვსი) თვე.

სამუშაო საათები: კვირაში არანაკლებ 30 საათისა, შაბათ-კვირის გარდა.