კონკურსი - საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონკურსი - საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სტაჟიორთა შერჩევის მიზნით სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო/სამეცნიერო - კვლევითი საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტში ანაზღაურების გარეშე სტაჟირებაზე - 10 (ათი) ვაკანსია.

მოთხოვნები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს უმაღლესი განათლების მქონე პირს, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტს.
  • სასურველია იცოდეს სახელმწიფო ენა (წერა, კითხვა, მეტყველება).
  • სასურველია იცოდეს ინგლისური ენა (მინიმალური B2 დონე).
  • სასურველია ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - Microsoft Word (მაღალ დონეზე, მათ შორის: სქოლიოების გაფორმება და სხვა ტექნიკური დეტალების ზედმიწევნით ცოდნა).
  • ფლობდეს Microsoft Excel.
  • ფლობდეს Microsoft PowerPoint.
  • ფლობდეს Adobe Acrobat Reader (კომენტარების დართვა ტექსტისათვის).
  • ფლობდეს ინტერნეტს.
  • ყურადღება მიექცევა შემდეგ პიროვნულ მახასიათებლებს (უნარებს): პუნქტუალობა/დისციპლინა/ორგანიზებულობა, პასუხისმგებლიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი, დავალების დადგენილ ვადაში შესრულება, გუნდური მუშაობის კულტურა, ტექნიკური და კომპიუტერული უნარ-ჩვევები, კრიტიკული აზროვნება/ანალიზის უნარი, კომუნიკაბელურობა (მათ შორის, უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი), ცვლილებებისადმი სწრაფი ადაპტაცია.

მოვალეობები:

სტაჟიორის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრული იქნება სტაჟირების ხელმძღვანელის ზეპირი/წერილობითი მითითების შესაბამისად, რომელთა შორისაა:

  • ინსტიტუტის საქმიანობისა და მის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო, კვლევითი, საგანმანათლებლო, საგამომცემლო და სხვა პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის მიერ განხორციელებული პროექტების ფარგლებში მომზადებული მასალების დამუშავებასა და პროექტების განხორციელების პროცესის მხარდაჭერა.
  • ინსტიტუტის ელექტრონული რესურსების, მონაცემთა ბაზებისა და სხვა ციფრული პლატფორმების განვითარებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა, მათ შორის, შესაბამისი მასალების მომზადების, ტექნიკური დამუშავებისა და განთავსების პროცესის მხარდაჭერა.
  • ინსტიტუტის საქმიანობისა და პროექტების ფარგლებში გამოყენებული სამართლებრივი წყაროების, ნორმატიული აქტების, სასამართლო პრაქტიკის, საერთაშორისო დოკუმენტებისა და აკადემიური ლიტერატურის მოძიებაში, სისტემატიზაციასა და გადამოწმებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის გამოცემებისა და პროექტების ფარგლებში მომზადებული ტექსტების კორექტირებასა და ტექნიკურ-სტრუქტურულ რედაქტირებაში მონაწილეობა.
  • ტექსტებში გამოყენებული მითითებების, ციტირებების, ბმულებისა და სხვა შესაბამისი ელემენტების სიზუსტის, აგრეთვე ტექსტების ფორმატირების, სტრუქტურისა და თანმიმდევრულობის შემოწმებაში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის მითითებით, სამართლებრივი საკითხების, დოქტრინული მიდგომების, ეროვნული და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკისა და სხვა შესაბამისი წყაროების კვლევაში, აგრეთვე კვლევის შედეგების შესაბამისი ფორმით მომზადებაში მონაწილეობა.
  • ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში დაგეგმილი კონფერენციების, სემინარების, საჯარო ლექციების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა აკადემიური თუ პროფესიული ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • სტუდენტებთან, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან, მკვლევრებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და პროექტებში ჩართულ სხვა პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ინსტიტუტის საქმიანობისთვის საჭირო საორგანიზაციო და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში მონაწილეობა.
  • ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება, რომლებიც შეესაბამება სტაჟირების მიზნებსა და ინსტიტუტის საქმიანობას.

სხვა ინფორმაცია:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის თაობაზე (დანართი N2 და დანართი N2, 1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ").
  • CV.
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
  • განათლების დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი/ან ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ.
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროების შემთხვევაში).
  • ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ" (სტაჟიორის პოზიციის დაკავების შემთხვევაში).

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად.

სამუშაო გრაფიკი:

ანაზღაურების გარეშე სტაჟირების გავლის პერიოდია 6 (ექვსი) თვე, სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 30 საათისა შაბათ-კვირის გარდა.

ლოკაცია:

თბილისი

სხვა:

აპლიკანტის მიერ საკონკურსო დოკუმენტების მიღება განისაზღვრება 2026 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით 17 საათამდე.